2020-10-02 13:41:38, 602 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რა ვუთხარი იმ მთავრობას, რომელსაც სამი მაგარი მიღწევაც არ აქვს დასასახელებელი
„რა ვუთხარი იმ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე მაგარი სამი მიღწევა, რომ არ აქვს დასასახელებელი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაიღალნენ 8 წლის მანძილზე წარსულსა და ღრმა წარსულს შორის გარჩევით.
„8 წლის მანძილზე დავიღალეთ წარსულსა და ღრმა წარსულს შორის გარჩევით. რა ვუთხარი იმ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე მაგარი სამი მიღწევა, რომ არ აქვს დასასახელებლი. მაგალითად 3 საინვესტიციო პროექტი, რაღაც დიდი რეფორმა - ვერაფერს ვერ ამბობენ. უნდათ, რომ ისევ წინა ხელისუფლება წარმოაჩინონ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან