|
2020-10-01 23:01:16, 669 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა
შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის" ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება", - განაცხადა დავითაშვილმა.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)