|
2020-10-01 22:56:43, 649 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა გასამმაგდა
„პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023", – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნობრივ სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის უფრო მეტად განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მისი თქმით, მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით, 2014 წლიდან გადამზადდა 8,000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესიები ტურიზმის სექტორში დასაქმებისთვის. მისივე თქმით, მომდევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოთხჯერ გაიზარდა მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში, გაიზარდა საქართველოში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობა და შესაბამისად გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი მიმართულებების კუთხით. შედეგად, მოხდა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი ინდუსტრიის მდგრადი განვითარება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო წლებში გაფართოვდება როგორც ბათუმის აეროპორტის, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)