2020-10-01 22:22:35, 613 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სწორედ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა
"სწორედ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ერთადერთი პარტიაა, რომელის საზოგადოებას საარჩევნო სისტემის შეცვლას დაჰპირდა და დაპირება შეასრულა.
"საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთადერთი პარტია, რომელმაც საზოგადოებას მისცა პირობა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას არის "ქართული ოცნება". ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს პირობა შეასრულა. სწორედ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილება გავატარეთ და სწორედ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ დღეს არსებითად პროპორციული სისტემით ვატარებთ არჩევნებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან