|
2020-10-01 21:50:25, 503 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები
2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. „ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით ხორციელდება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს". დაჩქარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, დაფინანსდა 200-მდე სტარტაპი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია"-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)