21:19 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 19:05:09, 696 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე რჩება.

ამის შესახებ განცხადება საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ცერცვაძე მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამწერად დარჩება.

„ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. იგი აგრძელებს კოვიდცენტრების მართვას. ხვალ ბატონი თენგიზი მიემგზავრება აჭარაში, სადაც ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნობა.

გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე პრემიერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთადერთი, მქონდა მასთან ორჯერ კომუნიკაცია. ტელეფონით საუბრისას მან მითხრა, რომ 7 საათისთვის იქნებოდა ის სამსახურში. მეორედ - ის მოვიდა და გადმომცა საზოგადოებისთვის მისი გეგმების შესახებ.

დღეს ძალიან ბევრი კითხვები იყო, რომ ბატონი თენგიზი ვერ მოხდა მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც არასდროს ჰქონია სურვილი თენგიზ ცერცვაძეს, რომ პარლამენტში მოხვედრილიყო“, - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics