21:18 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 13:54:38, 559 ნახვა

საზოგადოება
რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

„რეაბილიტაციის შედეგად განახლდა მოედნის საფარი; მოწესრიგდა საშხაპეები და გასახდელები; აქ იყო პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის, რომელიც სავალალო მდგომარეობაში გახლდათ და ესეც განახლებულია. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ხელი შევუწყოთ, დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. აუცილებელია,  ავუხსნათ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრონ ჯანსაღად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოედანი; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი; დაიგო მოედნის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და დამცავი ბადეები; განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები. შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებსა და საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, მოსწავლეები თანამედროვე გარემოში მიიღოს.

სპორტული ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 499 449 ლარს შეადგენს.

რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი, დედაქალაქის მერთან ერთად,  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics