2020-10-01 13:42:26, 488 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულში „ევროპული საქართველო“ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მართავენ.
აქციის მონაწილეები მარნეულში მომხდარი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტად ამირან გიორგაძეს ასახელებენ და მომხდარზე მისგან პასუხს ითხოვენ.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, „მთავარი არხის” ოთხი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტები დაშავდნენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან