2020-10-01 12:52:20, 724 ნახვა
საზოგადოება
ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
ინფექციურ საავადმყოფოში, მათივე კლინიკის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„ექსპრესნიუსი“ დაუკავშირდა ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულს არ ადასტურებს, რადგან არ ფლობს ინფორმაციას.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან