16:21 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 17:38:55, 547 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი  გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა.

„მემორანდუმი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს  . ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროცესი პანდემიის პირობებში  კიდევ უფრო მეტად აქტიურდება. დღეს ჩვენ გვეძლევა საშუალება , რომ შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას და  ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე შემცირდეს“-განაცხადა თამარ გაბუნიამ .

ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი  ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებასა და შეამცირებს სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივ და არარაციონალურ გამოყენებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ,  გარემოს დაცვისა და  სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  ხატია  წილოსანმა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა რობერტ სკოვმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics