2020-09-28 17:10:17, 940 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლნისში მომხდარი დაპირისპირება აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად , რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი რაც დარჩენია, მათი უცვლელი მეთოდების გამოყენებაა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად , რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი რაც დარჩენია, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე მიიღონ რაიმე სარგებელი. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან