|
2020-09-28 12:00:09, 1220 ნახვა
ომი უკრაინაში
უსიმპტომო პირები, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებიდან მე-12 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უსიმპტომო პირები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირებიდან 12 დღე გაუვათ, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. მისი თქმით, აღნიშნული პირები ვირუსზე ხელახალ ტესტირებას აღარ ჩაიტარებენ. „დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დააავდებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები რამდენიმე ხანია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, რომ დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებული სტატუსის მინიჭებას. პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მე-12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტირების განმეორებით ჩატარების გარეშე. შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მე-14ე, მე-15 დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)