2020-09-28 10:39:49, 478 ნახვა
სამართალი
დღეს გახდება ცნობილი, განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები
განიხილავენ თუ არა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები წინასასამართლო სხდომაზე დღეს გახდება ცნობილი.
ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით ბრალდებულებს თუ განსხვავებული პოზიციები ექნებათ, ამ შემთხვევაში საქმე ცალ-ცალკე წარმოებად გამოიყოფა.
საქმის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესი გადაიდება.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, ისინი დევნის შეწყვეტის საკითხს დააყენებენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან