|
2020-09-27 12:00:56, 593 ნახვა
მსოფლიო
რუთ ბეიდერ გინსბურგის აშშ-ს უზენაეს მოსამართლედ კონსერვატორი ბარეტი შეცვლის
დონალდ ტრამპმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პოსტზე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად ემი კონი ბარეტი წარადგინა. წარდგინების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, კონგრესმენებიც ესწრებოდნენ. ტრამპმა მოსამართლე ბარეტი დაახასიათა, როგორც სამართლის დარგის ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერი წარმომადგენელი. ემი კონი ბარეტს ახასიათებენ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, რომელსაც აბორტების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ ბარეტმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)