14:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 14:11:01, 628 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: დასაკარგი დრო აღარ გვაქვს - გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დასაკარგი დრო აღარაა, არჩევანი კი გამარჯვებასა და ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილს შორისაა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა თავად სააკაშვილი, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარებაა.

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას, საქართველოს მოწინავე ქვეყუნებს შორის გაყვანის გზას. მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა.

ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ჩემი პრიოვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან.

ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყრა ნამდვილის, თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული რამდენიმე პირის მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება ისევ, ბუა მოდის და მგელი მოდისო. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდზე, მითუმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ ჩემი ჩვენება ჩვენ საარჩევნო რეკლამაში, მით უფრო კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, თქვენ დროს შემცირდა.

ჩვენ ახლა აღარ გვაქვს დასაკარგი დრო, საქართველოს აქვს წარმოდგენლად მაგარი პერსპექტივები. ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics