2020-09-26 12:49:45, 656 ნახვა
მსოფლიო
თურქმენეთის საზღვართან 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქმენეთის საზღვართან 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით, გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი მოჰყვა თუ არა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან