|
2020-09-26 11:42:49, 458 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლო კურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მემორანდუმი ეხება ვებპლატფორმას, იმ სასწავლო კურსს, რომელიც გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის და კამპანიის წესების შესახებ. ამ კურსის გათვითცნობიერებით საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და სანდო არჩევნები“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ვაჰაგ მურადიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ და ეკატერინე ქარდავამ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)