14:38 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 20:19:19, 447 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გახსნას

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებს.

ბუნებრივია, დემოკრატიას მუდმივად სჭირდება განმტკიცება და სრულყოფა, რისთვისაც „ქართული ოცნების" მხრიდან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და დემოკრატიულს გახდის.

გლობალური პანდემიისა და ეპიდემოლოგიური ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნების" მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს.

კიდევ ერთხელ მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics