2020-09-25 18:20:09, 540 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,