14:38 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 16:32:18, 579 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა.

სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან.

დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე.

მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს - კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისი ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics