2020-09-25 16:09:33, 502 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მარცხენა სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ხეს შეეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,