2020-09-25 12:24:25, 548 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო. ხანძრის შედეგად ბინა არ დამწვარა.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან