22:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 10:08:13, 508 ნახვა

საზოგადოება
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" „Location Strategy Day" ფარგლებში სესია გამართა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" საქართველოზე, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე ვირტუალური ღონისძიების „Location Strategy Day" ფარგლებში სესია გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, აღნიშნული სესია Shared Services & Outsourcing Week Europe 2020 ფარგლებში გაიმართა, რომელიც აუთსორსინგის და საერთო სერვისების (shared services) მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ყოველწლიური კონფერენციაა.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის, რომ „Location Strategy Day" ვირტუალურ შეხვედრას მოდერაცია გაუწია წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის Buck Consultants International პარტნიორმა. პანელისტებს შორის იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს-სერვისების/საერთო სერვისების (shared services) მიმართულების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა The Lego Group, ING, Kier Group, და Cognia Law.

საქართველოზე სესიის მსვლელობისას სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია ჩაატარა ქვეყნის წარმოსაჩენად, როგორც ბიზნეს პროცესის აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია.

„10 წლის წინ, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდ ლოკაციად გარდაიქმნებოდა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის კუთხით" განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„მეიჯორელის" ქვეყნის მენეჯერმა ალექსანდერ მირონენკომ კი ისაუბრა საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანიის შესახებ, რომელიც ქვეყანაში უკვე 1,500 ადამიანს ასაქმებს. მან აღნიშნა, რომ საქართველო „დამალული განძია" ევროპასა და აზიას შორის და რომ „ქართველების ნიჭი, განათლება და სტუმართმოყვარეობა ქვეყანას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის".

პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. Invest in Georgia, რომელიც სააგენტოს 2017 წლიდან შეუერთდა, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. სააგენტო მაქსიმალურად ხელს უწყობს ინვესტორებს ინვესტიციის განხორციელების ყველა ეტაპზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics