2020-09-25 09:33:48, 1253 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია, რესტორნების კი 22:00 საათამდე იმუშავებენ
დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია, რესტორნების კი 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვის ვადა დამოკიდებულია რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„აჭარაში დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გახდა გარკვეული შეზღუდვებში დაწესების აუცილებლობა. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან