2020-09-24 16:05:26, 537 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ერგნეთის თავზე გამოჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
მათივე თქმით, აღნიშნული საკითხი, გამყოფ ხაზთან ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე დაისმება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,