13:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 12:51:04, 619 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დევნის და უბედურების შემდეგ, „ნაცმოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ შეძლეს ძლიერები მაჟორიტარების წარდგენა

„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-„ძალა ერთობაშიამ“ შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერები მაჟორიტარების წარმოდგენა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარებში გარდა ტრადიციული ლიდერებისა, ახალი შემომატებული ხალხიც არიან.

„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-„ძალა ერთობაშიამ“ შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერები მაჟორიტარების წარმოდგენა. გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და ასევე, იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“და „ძალა ერთობაშიამ“ გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics