2020-09-24 11:35:50, 465 ნახვა
სამართალი
ისანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა
ისანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,