01:03 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 22:18:39, 734 ნახვა

პოლიტიკა
National Interest - საქართველო კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ ტესტამდე

"საქართველო კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ ტესტამდე", - ამ სათაურით მასალა nationalinterest-ში სხვადასხვა დროს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩები - კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი გამოაქვეყნეს.

სტატიაში ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 31 ოქტომბერს, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია და ჩარევის მცდელობა მოსალოდნელია.

"საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის ეპიდემიას, მაგრამ ახლა უკვე 31 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს და პანდემიის ეკონომიკური შედეგების მოგვარების ამოცანა შეასრულოს. თითოეული ჩვენგანი მუშაობდა საქართველოში აშშ-ს ელჩად და შეუძლია დაადასტუროს, რომ ქვეყანამ გრძელი გზა გაიარა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისკენ 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. 

მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რის გამოც შეშფოთებას გამოვთქვამთ. აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ორჯერ გააფრთხილა ქვეყანა, რომ ”ქართველები უნდა ელოდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევას”, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და სხვა ძალისხმევის გამოყენება”.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ბევრი მეგობარი შეშფოთებულია ქვეყანაში ბოლოდროინდელი რეფორმების ტრაექტორიით. ამის ილუსტრაციაა პალატის ასიგნებების კომიტეტის ბოლოდროინდელი ინიციატივა აშშ-ის მიერ დახმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა არ "გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს", არ შეუწყობს ხელს კორუფციასთან ბრძოლას და დაიცავს უცხოურ ბიზნესებს საქართველოში. 

საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ”კლიმატი ხდება დამამძიმებელი საქართველოს მედიისთვის” სასამართლო შევიწროებისა და გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგად და საკომუნიკაციო კანონში გადატანილი ცვლილებები ”რადიოსადგურების და ტელეარხების კონტროლის აშკარა სურვილს წარმოაჩენს”, - ვკითხულობთ სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics