23:57 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 13:44:19, 461 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს,  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით მათ დაკანონებაში. ახლა მინდა გითხრათ, რომ კიდეც 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, 1 ოჯახი - ქიზიყის ქუჩაზე, 3 კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი  რაიონის გამგეობას მიმართონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics