13:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 12:54:40, 538 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს სუს-ის დავალებით ყალბ ინსტრუქციებს აძლევდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ცნობით, გუშინ ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რეგიონებში დაუკავშირდა პირი, რომელმაც მათ თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს.

თინა ბოუჩავა ვარაუდობს, რომ ეს პიროვნება არის ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით.

„გუშინ, დღი მეორე ნახევარში ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოში და გურჯაანში დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც მას ჰქვია გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება სავარაუდოდ არის ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა, სწორედ საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით და მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიიონ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics