2020-09-23 10:38:31, 524 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე გადასვლას ცდილობდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,