20:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 17:55:46, 695 ნახვა

კომენტარი
„ინტელექსპრესი“ ქუთაისში ძარცვაზე - დაცვის პოლიციამ ჩათვალა, რომ განგაში მცდარი იყო და ობიექტი სათანადოდ არ დაათვალიერა

„ინტელექსპრესი“ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხმიანება.

მათი განცხადებით, ობიექტზე ჩაირთო სიგნალიზაცია, რის შედეგადაც ადგილზე შსს-ს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი გამოცხადდა.

მათი ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლება დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. მათ მიუხედავად ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება.

„ინტელექსპრესი პრესაში გავრცელებულ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა 19 სექტემბერს გამთენიისას ინტელექსპრესში მომხდარი ძარცვის შესახებ. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი სახის განცხადება: 19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 წუთზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ინტელექსპრესის ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით და რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო. 9 წუთში, ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება რამოდენიმე საათი ემუშავათ საცავში. დილის 9 საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი წაღებული. რაც შეეხება ზარალს, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300 000 ლარამდე. მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა პოლიციას და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. აღნიშნულმა ფილიალმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ, მეორე დღესვე, გააგრძელა სრულფასოვანი მუშაობა. პარალელურად კი ქალაქ ქუთაისში სხვა, ორი სერვის ცენტრი შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული ძარცვა, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას და რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ ინტელექსპრესს მნიშველოვანი ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ძარცვა თავისი შინაარსით ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა. ინტელექსპრესი იტოვებს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა იპოვონ დამნაშავეები და გამოავლინონ ის პირები, რომელთაც გულგრილობითა და არაკეთილსინდისიერი ქმედებითაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას. ინტელექსპრესი, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics