03:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 13:39:22, 644 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლად  მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის  მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ქალთა ჩართვით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა და  სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც   გამიზნული იქნება ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მომზადდეს  გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა   თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის (PGA) რეკომენდაციების  საფუძველზე.

მხარეები შეთანხმდნენ რომ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისთვის შემუშავდება  ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც  დაინერგება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში.  სააგენტოს მხარდასაჭერად შემუშავდება რეკომენდაციები, რათა მან მოკლე დროში შეძლოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება.  

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის განვითარების სააგენტოში  შეიქმნება გენდერის საკითხებში მრჩევლის პოზიცია, რომელიც იქნება ძირითადი საკონტაქტო პირი ორგანიზაციებს შორის და მჭიდროდ იმუშავებს  სოფლის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის განვითარების,  გენდერული თანასწორობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავების  კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics