12:33 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 12:10:47, 521 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მშვიდობის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“

ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, ამის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება საქართველოს.

„მოგესალმებით!  მინდა, პირველ რიგში დღევანდელი დღე - ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის!

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო  ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.

სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუ სხვა.

რასაკვირველია, ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, რადგან ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე. ამის გარანტი არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა - პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები. ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხარაგაული იყოს წარმატებული, ზოგადად იმერეთის რეგიონი იყოს წარმატებული. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics