|
2020-09-21 11:29:39, 640 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში განხორციელდა
იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ. „2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (296.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (284.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (266.0 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (970.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (820.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (737.5 მლნ. აშშ დოლარი)”, - აღნიშნულია კვლევაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)