|
2020-09-19 20:25:37, 761 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას და შესაძლოა ეს დღეც შევიდეს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც სამომავლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ძლიერი ლიდერები, გვაქვს ხალხის ძლიერი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ წლების განმავლობაში რისი გაკეთება შევძელით ერთად?! ჩვენს ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით გვეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი არის თავისუფალი და მეწარმეებს სახელმწიფოსთან აქვთ სამართლიანი ურთიერთობები, საკუთრების უფლება დაცულია. ჩვენ შევძელით პროგრესული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, რომლის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და ასოცირების ხელშეკრულებაც გააფორმა. გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ძირითად მოთხოვნებს. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გასაწევრიანებლად. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მშვიდობიანი განვითარების გზით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი საზოგადოება, რომელიც დღეს მავთულხლართებით ხელოვნურად არის გაყოფილი",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარუდგინა და მისი მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი თქმით, ის პარლამენტში ამომრჩევლების ღირსეული წარმომადგენელი იქნება. „აქ, ამ ისტორიულ ადგილას ცხოვრობდნენ ლორთქიფანიძეები. ნიკო ლორთქიფანიძე არის მაგალითი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, სამშობლოს სიყვარულის და ფიქრის, აზროვნების, რომელიც მომავალ თაობებს ასე სჭირდებათ და გადაეცემათ. ლორთქიფანიძეებს იმერეთის მეფის კარზე „ფიცის კაცებს" ეძახდნენ და სწორედ ახლა არის დრო, როდესაც თქვენც ახალი „ფიცის კაცები" უნდა აირჩიოთ პარლამენტში. ადამიანები, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ჩააბარებთ. ფიცის კაცობაც სწორედ ამას ნიშნავდა, რომ სოფელი, საზოგადოება მათ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აბარებდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად იქნება გივი ჭიჭინაძე. რომელიც არის თავისი ქვეყნის სიყვარულის, კულტურის, ტრადიციების დამცველი. ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მეგობრობა და აქვს ძლიერი საქმიანი კავშირები უკლებლივ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის საქმეების გადაწყვეტა შეუძლია. მას აქვს ძლიერი მხარდაჭერა თავის გუნდში და მჯერა, რომ ის პარლამენტში თქვენი ღირსეული წარმომადგენელი იქნება. წინ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, ისევე როგორც თქვენც უნდა გქონდეთ და გარწმუნებთ, რომ გექნებათ ჩვენი იმედი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოლოდინები შესრულდეს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)