11:50 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 18:54:25, 575 ნახვა

პოლიტიკა
ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შენობაში პირბადის გარეშე არ დაიშვება

ცესკოს დადგენილები თანახმად, კორონავირუსის გამო, 31 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე შენობაში არ დაიშვება.

როგორც ცესკოს დადგენილებაშია აღნიშნული, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს მისი ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

„1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

2. ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

3. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა და სხვ.).

5. პირი ვალდებულია დაიცვას ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე.

6. პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში“, - აღნიშნულია ცესკოს დადგენილებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics