11:50 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 18:32:18, 572 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან ქვეყანა მნიშვნელოვნად განვითარდა

„2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა.  შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ამ ულამაზეს ქალაქს წყალტუბოს გააჩნია.

შეუძლებელია მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს. აუცილებელია ითქვას, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი თავისი მასშტაბებით, იმდენად გამორჩეულია, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს უდიდეს პოზიტიურ გავლენას.

განვითარება და ადამიანზე ზრუნვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია,  რასაც ყველაზე უკეთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი  ხედავს. მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა. იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები თუ პროგრამები განხორციელდა, რამაც მოსახლეობას მცირე ბიზნესის კეთების გამარტივებული შესაძლებლობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა შეუქმნა.

კარგად გვესმის, რომ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავაც უამრავი გამოწვევაა, არსებობს პრობლემები, რომლებიც  ერთად, აქტიური თანამშრომლობით უნდა დავძლიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის როლის არის მნიშვნელოვანი.

მინდა, ყველას წარმატებები  გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ ერთიანი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდამხარ და ეს არი იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი  კანდიდატის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად  საქართველოს გამარჯვება”, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics