|
2020-09-19 16:17:52, 604 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები,
„თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში-ალბათ ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, დაეცვა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბლურობა, შეძლო, ყველაზე უკეთ ეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი უფლებების დაცვაზე, შეძლო ისიც, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის საკუთრება არის დაცული. "ჩვენ გავატარეთ პრაგმატული, ძალიან დაბალანსებული და პროგრესული საგარეო პოლიტიკა. გვაქვს წარმატებები როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ჩვენ შევძელით ახალი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბევრი საქმე, სიღარიბისა და უმუშევრობის პირისპირ რჩებიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდბათ სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განვამტკიცებთ ნდობას თქვენთან, საზოგადოებასთან და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას. ამისთვის ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი და გვაქვს გეგმა, რომელიც არის დაფუძნებული განათლების ფუნდამენტურ რეფორმებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რაც მთავარია, გვყავს ძლიერი ლიდერი და გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი",- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი გამოწვევაა პანდემია, რომელმაც გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც. "ჩვენ შევძელით და თქვენი მხარდაჭერით განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი ხელისუფლებაზე, გექნებათ უფრო მეტი მონაწილეობის შესაძლებლობა ქვეყნის მართვის პროცესში, უფრო უკეთ დაგეგმავთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და თქვენი შვილების განათლებას, თქვენი ოჯახების ხანდაზმული წევრებისთის უფრო უკეთ აირჩევთ იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც თქვენთვის მისაღებია. აი ეს არის რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. რასაკვირველია, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის გაკეთებადი და ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენს ქვეყანას კიდევ მეტი ახალი წარმატება მოვუტანოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! გვეამაყება, რომ გვყავს ასეთი მხარდამჭერები. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების და დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)