03:08 - 05 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 16:13:35, 658 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობას და ღვინის კომპანიებში „წინანდლის ძველი მარანი" და „მეღვინეობა შუმი"  ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

„რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება.  ყოველდღიურად, სავარაუდოდ,  10 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც  საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ.  ჩვენ გვახსოვს, წლების წინ,  რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ  საერთოდ ჩააბარებდნენ და  მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას.

რთველის საკოორდინაციო  შტაბიდან მაქვს ინფორმაცია, რომ  ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა. ასე რომ წელს მიდის საკმაოდ მშვიდად რთველი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა  პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების  ემოციებზე თამაშის, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა,  რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის  და ყველა მევენახეს  ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მიუხედავად ჭარბი მოსავლისა და კორონა ვირუსის პანდემიით მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი მიყენებული ზარალისა,  ყურძნის მოსავლის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს და მევენახეებს მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობა ეძლევა.

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 94 ათასი ტონა ყურძენი: 68  ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics