|
2020-09-19 15:30:44, 587 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია
„საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ დღეს ყველაზე ღირებული ადამიანია. „დღეს, ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი, ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, ყველაზე საყვარელ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, უამრავი მეგობრის, მომავლის იმედით სავსე ნაცნობი სახეების დანახვა, რომელთაგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად. აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები. დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება. ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუნდაც იმერეთის რეგიონში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ რომ არ დავიწყო ყველა პროექტისა და პროგრამის მოყოლა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა, 24-საათიანი მუშაობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს , ვემსახუროთ იმერეთის რეგიონს, სამტრედიას, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სპორტი - მარტო შეუძლებელია იყო წარმატებული. მნიშვნელოვანია გყავდეს და ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი . ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" . მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალიხსმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წამრატებული”, - განაცხადა კალაძემ.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)