2020-09-19 10:04:33, 604 ნახვა
საზოგადოება
ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა
ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან