11:49 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 19:26:09, 582 ნახვა

პოლიტიკა
კახა ძაგანია - ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით „პატრიოტთა ალიანსს“

პოლიტიკურმა გაერთიანება "მემარცხენე ალიანსმა" რეგისტრაციიდან საკუთარი პარტია მოხსნა და "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა - განცხადება "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

"სრულიად საქართველოს მოეხსენება, რომ "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად დარეგისტრირდა საარჩევნო კომისიაში და დამოუკიდებლად შევიდა საარჩევნო პროცესებში, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ საქართვლოს ტერიტორიული აღდგენის მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს "პატრიოტთა ალიანსს", როდესაც დავრწმუნდით, რომ ეკონომიკური მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მხოლოდ ერთადერთი საშუალება და პროგრამა გააჩნია "პატრიოტთა ალიანსს",  პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ვხსნით ჩვენს კანდიდატურას და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს". ამის შესახებ მოვაწერთ მოგვიანებით დოკუმენტს ხელს და გადავცემთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დოკუმენტს", - განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა, კახა ძაგანიამ.

როგორც ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებს პოლიტიკაში გავლილი აქვთ ურთულესი გზა, აქვთ დიდი გამოცდილება და საარჩევნო ოლქებში ისინი მაჟორიტარ დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი.

"მოხარული ვარ, რომ შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი". ჩვენ მრავალი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ეს არის მებრძოლი ხალხი, პატიოსანი ხალხი, გამოცდილი პოლიტიკაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ურთულესი გზა და აქვთ ძალზე დიდი გამოცდილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მოხარული, რომ გავძლიერდით, შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი". მაჟორიტარებად იქნებიან ჩვენი კოლეგები წარმოდგენილი საარჩევნო ოლქებში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics