04:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 15:42:29, 600 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, კოვიდის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა

„ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც  მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელშიც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს" მოთხოვნით მონაწილეობს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ მალე, გაფართოების სამუშაოების შედეგად ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება.

„შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გადაყვანის რეკორდული მაჩვენებლები და ზრდა იყო, მათ შორის 50%-იანი ზრდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ჩვენმა აეროპორტებმა გაატარეს 5,2 მლნ მგზავრი, როდესაც 2012 წლამდე ეს რიცხვი 1,4 მლნ იყო. ეს მაჩვენებლები არის თავისთავად იმისი ანარეკლი, თუ რა პოლიტიკას ატარებდა თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე და შეგახსენებთ, რომ ეს ნამდვილად ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო.  ჩემს მიერ ჩამოთვლილი ციფრები არის ასევე იმის მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ „ღია ცის" თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ", - მიმართა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics