22:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 13:34:10, 896 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ადაპტაციის ეტაპზე გადავდივართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეული მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის ეტაპზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღებისა და აღდგენის ნიშნები.

„ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის ეტაპზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით დრო მოვიგეთ, გაცილებით მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებული, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას.

რა თქმა უნდა საქართველო არის გლობალური და რეგიონალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენს ეკონომიკასაც საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ ამ გამოწვევის ეფექტიანი მართვის შედეგად რეგიონში ვართ ერთ-ერთი პირველები, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, დიდი პრობლემა გვიდგას, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს. მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები ჩვენთან უკვე სახეზეა. ამით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ეს უნდა დავინახოთ, უნდა გავაძლიეროთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics