|
2020-09-18 11:28:11, 721 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა
2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა, - ამის შესახებ კვლევას საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კვლევის თანახმად, II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. „2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.3 პროცენტით. კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-13.2 პროცენტი), მშენებლობა (-24.5 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განათლება (11.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)