|
2020-09-17 18:35:58, 632 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ნადარეიშვილი: ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას პანდემიის პირობებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დღეს ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ. „საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზუსულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერაზე და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს - ეს არის, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარდში დაუდგეს კოვიდის პერიოდში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. როგორც კომპანია „ლუმენის წარმომადგენელმა, თაკო კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო ფორმატში მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. „ჩვენი სურვილია პუნქტები რეგულაციით გაიწეროს ზუსტად, რომ სექტორი აქტიურად ჩაერთოს და მოერგოს იმ რეგულაციებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ იმ საკითხებზე პასუხებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე დაისვა", - განაცხადა კვარაცხელიამ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)