22:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 15:18:44, 803 ნახვა

კომენტარი
მარკ მაკკორდი: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა

„საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად გაართვა თავი მოცემულ რეალობას და ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით", - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა განაცხადა, რომელმაც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მარკ მაკკორდის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ კორონა-პანდემიით გამოწვეულ რეალობას და ავაღორძინოთ ტურიზმი მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მოუთმენლად ველით საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში დაბრუნებას. USAID უსაფრთხოების პროგრამა და USAID საქართველო ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მრავალი წელი უჭერს მხარს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღევანდელი ღონისძიების სპონსორები ვართ", - აღნიშნა მან.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, თუმცა, ის დარწმუინებულია, რომ საერთაშორისო ტურისტები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან საქართველოში.

„ჩვენი პროგრამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში საქართველო, როგორც ტურისტების დანიშნულების ადგილი, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. შესაბამისად, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანას დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტურისტები დაუბრუნდებიან", - განაცხადა მარკ მაკკორდმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics