22:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:16:20, 522 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას.

მისივე თქმით, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, დევნილთა დაბრუნების საკითხიც.

„ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთე, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლა და ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან იყოს დაცული. აქვე მინდა განსაკუთრებით გამოვყო საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. ევროპარლამენტმა ამ ანგარიშში იმსჯელა ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. რასაკვირველია, დაგმობილია ეს უკანონო ქმედებები და ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა დაცვის განვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი, მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად.

„მოგეხსენებათ, სამი დღით ადრე, 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები. აგრეთვე, გუშინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოვიდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს და თქვეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს სათანადოდ, რათა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები იყოს სათანადოდ წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, ამ ანგარიშში და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიული ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მაღალ რეგისტრში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტი 36 პუნქტისაგან შედგება, რომელშიც შეფასებულია როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმულია კრიტიკა რიგ სფეროებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics