2020-09-17 10:51:00, 546 ნახვა
პოლიტიკა
IRI: კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 36%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, 15% დაუჭერს მხარს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% ხმას „პატრიოტთა ალიანსს“. 4% „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელს“, 3% კი, „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემს.
ამომრჩეველთა 23% აცხადებს, რომ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს ან არ აქვს პასუხი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან